ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ხდება, როცა ადგილი აქვს:

ა) მოსახლეობასა და ცხოველებში კვებით მოშხამვებს, საკვებით განპირობებულ ნაწლავთა ინფექციებს, ეპიდემიებს, ეპიზოოტიებს ან სხვა მასობრივი დაავადებების აღმოცენებას;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების ნორმატიულ დოკუმენტებთან შეუსაბამობას ან სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე მითითებულ დასახელებასთან სურსათის/ცხოველის საკვების შეუსაბამობას;

გ) სურსათის/ცხოველის საკვების ბაქტერიულ, ქიმიურ ან ფიზიკურ დაბინძურებას.

თავი IV

უფლებამოსილი მოხელის ქცევის ზოგადი წე