1. ქცევის ზოგადი წესის მიზანია უფლებამოსილი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ქცევის მომწესრიგებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება.

2. უფლებამოსილ მოხელეთა ცალკეული კატეგორიისათვის, ამ თავით დადგენილი ქცევის ზოგადი წესის დაცვით, შეიძლება მოქმედებდეს ქცევის სპეციალური წესი.

3. სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებულია, უზრუნველყოს ქცევის ზოგადი წესის ხელმისაწვდომობა და გაცნობა თავის დაქვემდებარებაში მყოფი უფლებამოსილი მოხელეებისათვის.

4. უფლებამოსილი მოხელე ვალდებულია, შეასრულოს ქცევის ზოგადი წესი