1. ნიმუშების აღების პროცედურა მოიცავს:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების იდენტიფიცირებას;

ბ) მოცემულ ობიექტზე არსებული პარტიის იდენტიფიცირებასა და მისი რაოდენობის დადგენას ან/და დათვალიერებით გამოვლენილი სხვადასხვა დეფექტების (ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და შენახვის პირობებისა და სხვა დარღვევით გამოწვეული დეფექტების) იდენტიფიცირებას;

გ) კონკრეტული დასახელების საგამოცდო სურსათის/ცხოველის საკვებისათვის შესაბამისი სტანდარტებით დადგენილი რაოდენობითა და წესით ნიმუშების აღებას (საჭიროების შემთხვევაში, წერტილოვანი ნიმუშების რიცხვის დადგენასა და მათგან საშუალო ნიმუშის ფორმირებას);

დ) ნიმუშების აღების/შერჩევის პროცესს;

ე) ნიმუშების შეფუთვას, დალუქვას;

ვ) საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ნიმუშის აღების აქტის გაფორმებას ამ წესით დადგენილი ფორმით.

2. საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს გაიღებს სამსახურ