1. ნიმუშების აღება და ლაბორატორიული გამოცდის ჩატარება წარმოადგენს ქმედებას, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ქმედებებთან ერთად, ადგილზე კომპლექსური ინსპექტირების განხორციე-ლებისას ან დამოუკიდებლად საცალო ვაჭრობის პუნქტიდან.
2. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში ნიმუშების აღებასა და ლაბორატორიისათვის გადაცემას ახორციელებს უფლებამოსილი მოხელე.
3. უფლებამოსილი მოხელის მიერ კონკრეტულ ობიექტზე ნიმუშის აღებისას ბიზნესოპერატორის ნებისმიერმა თანამშრომელმა უნდა ითანამშრომლოს უფლებამოსილ მოხელესთან და დახმარება აღმოუჩინოს მას ამ წესით გათვალისწინებულ ქმედებათა განხორციელებისას.
4. ნიმუშების აღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი ნორმატიული აქტები და დოკუმენტები, რომლებითაც განსაზღვრულია მოთხოვნები საგამოცდო სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშის აღებისადმი.
5. ლაბორატორიული გამოცდის შედეგად, სამსახურისა და ბიზნესოპერატორის თანამშრომლობის საფუძველზე დგინდება სურსათის/ცხოველის საკვების თავდაპირველი დანიშნულებით გამოყენების, რეალიზაციის, შენახვისა და განადგურების პირობებ