1. ავიასაწარმომ უნდა დაადგინოს სააგენტოსთან შეთანხმებით საავიაციო მოვლენის უსაფრთხოების რისკის კლასიფიკაციის სქემა.
შენიშვნა: ევროპის რისკის კლასიფიკაციის საერთო სქემის მიხედვით დადგენის მეთოდოლოგია, იხილეთ ამ წესის მე-6 დანართში.
2. რისკის კლასიფიკაციის მეთოდოლოგიამ უნდა დაადგინოს საავიაციო მოვლენის უსაფრთხოების რისკი და არა მისი რეალური შედეგი.
3. თითოეული საავიაციო მოვლენის შეფასებამ უნდა დაადგინოს საავიაციო მოვლენის ყველაზე მძიმე სავარაუდო შედეგი, რომელიც შეიძლება გამოეწვია ამ მოვლენას და რამდენად მოსალოდნელი იყო სავარაუდო შედეგი.
4. რისკის კლასიფიკაციის სქემა უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოების რისკის მატრიცას, რომელიც შედგება შემდეგი ორი ცვლადი მონაცემისგან:
ა) საავიაციო მოვლენის სიმძიმე: საავიაციო მოვლენის ყველაზე მძიმე სავარაუდო შედეგის იდენტიფიცირება, რომელიც დადგებოდა, თუ ადგილი ექნებოდა საავიაციო შემთხვევას;
ბ) საავიაციო მოვლენის ალბათობა: შესაფასებელი საავიაციო მოვლენის ალბათობის იდენტიფიცირება, რომ გადაიზარდოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საავიაციო მოვლენის ყველაზე მძიმე სავარაუდო შედეგამდ