1. ავიასაწარმო ვალდებულია შეინახოს საავიაციო მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლებიც მიღებულია საავიაციო მოვლენის ნებაყოფლობითი და სავალდებულო შეტყობინების სისტემების  საფუძველზე, ერთ ან რამდენიმე მონაცემთა ბაზაში.

2. მონაცემთა ბაზის სირთულე/კომპლექსურობა უნდა იყოს  ავიასაწარმოს ზომის ან/და მის საქმიანობის პროპორციული,  ამ წესის მიზნებთან მიმართებაში და ის სულ მცირე უნდა შედგებოდეს მონაცემთა ფაილისაგან, რომელიც მოიცავს სავალდებულო მონაცემთა ველებს და საჭიროებისამებრ, კონკრეტული სავალდებულო მონაცემების ველებს.

3. ავიასაწარმოს მონაცემთა ბაზის ფორმატი, უნდა იყოს:

ა) სტანდარტიზებული, ინფორმაციის გაცვლის გასაადვილებლად; და

ბ) თავსებადი ევროკავშირის საავიაციო მოვლენათა შეტყობინების (ECCAIRS) სისტემასთან და ADREP ტაქსონომიებთან.

4. საავიაციო მოვლენის შესახებ ანგარიშები უნდა იყოს დეიდენტირებული მონაცემთა ბაზაში.

5. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად, ავიასაწარმო ვალდებულია სააგენტოს ან მოკვლევის ბიუროს მოთხოვნისამებრ მისცეს სრული წვდომა მონაცემებზე, რომლებიც მოთავსებულია ავიასაწარმოს მონაცემთა ბაზაში.

6. ავიასაწარმოს მონაცემთა ბაზაში საავიაციო მოვლენის შესახებ ჩანაწერი, ასევე უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების რისკის კლასიფიკაციის მიერ მინიჭებული რისკის ინდექს