1. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განხილული შემთხვევის გარდა, თუ ავიასაწარმოს მიერ დისციპლინური წარმოება აღიძრა, საავიაციო მოვლენის შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს გამოყენებული:
ა) საავიაციო მოვლენის შემტყობინებლის; ან
ბ) საავიაციო მოვლენის შეტყობინებაში მოხსენიებული პირების მიმართ.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განხილული შემთხვევის გარდა, ავიასაწარმოს ან/და ქვეკონტრაქტით დაქირავებული პერსონალი, რომლებმაც განახორციელეს საავიაციო მოვლენის შეტყობინება ან არიან მოხსენიებულნი მიღებულ საავიაციო მოვლენის შეტყობინებაში, ავიასაწარმოს ან საავიაციო მოვლენაში მოხსენიებული ორგანიზაციის (რომელზეც ავიასაწარმო ახორციელებს მომსახურების გაწევას) მიერ არ უნდა განხორციელდეს შემტყობინებლის ან საავიაციო მოვლენაში მოხსენიებული პერსონალის მიმართ დისციპლინური ან ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:
ა) განზრახ გადაცდომა;
ბ) თუ სახეზეა რისკის მძიმე უგულებელყოფა და არასაკმარისი პროფესიული პასუხისმგებლობა გარემოებისადმი, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნიდა პიროვნებას, საკუთრებას ან ფრენის უსაფრთხოებას და ცხადად საჭიროებდა შესაბამისი სიფრთხილის გამოჩენა