1. პირს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ საავიაციო მოვლენისათვის, რომლის მონაწილეც ის იყო, თუ საავიაციო მოვლენის შესახებ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა მისივე შეტყობინების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილი ჰქონდა განზრახვას ან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დარღვევას.

2. ავიასაწარმო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საავიაციო მოვლენის შესახებ შეტყობინებას, არ იქნებიან დასჯილნი ავიასაწარმოს მიერ  შეტყობინების მიწოდების გამო.

3. ავიასაწარმომ, თანამშრომლებთან კონსულტაციის შემდეგ, უნდა შეიმუშაოს   შიდა წესები, რომლებიც აღწერს, თუ როგორ არის დაცული და დანერგილი ამ ავიასაწარმოში არადამსჯელობითი კულტურის  პრინციპები.

4. ავიასაწარმომ, რომელსაც ევალება უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, უნდა შეიმუშაოს შიდა პროცედურა, რომელიც აღწერს, თუ როგორ მოხდება ამ მუხლით  გათვალისწინებული არადამსჯელობითი კულტურის პრინციპების დანერგვა და მისი შესრულების უზრუნველყოფა.

5. ავიასაწარმომ არ უნდა გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომა წესების წინასწარი განზრახვის გარეშე დარღვევის შემთხვევაში, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საავიაციო მოვლენის შეტყობინების სისტემის მეშვეობით, გარდა უხეში დაუდევრობით ან/და განზრახ დარღვევით გამოწვეული შემთხვევებისა.

6. ავიასაწარმოს თანამშრომლებს და ქვეკონტრაქტით დაქირავებულ პერსონალს შეუძლიათ შეატყობინონ სააგენტოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების სავარაუდო დარღვევის შესახე