2. გადაწყვეტილება პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს წერილობით როგორც ბირთვული ობიექტის მფლობელს, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარ სამმართველოსა და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის შესაბამის სამსახურს.
3. პასპორტის მოქმედების შეჩერება ხდება სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრამდე. აღნიშნული მოთხოვნების შესრულების შემდეგ პასპორტის მოქმედება განახლდება დამატებითი გადაწყვეტილებით