ა) პასპორტის შეჩერების ვადის გასვლა;
ბ) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ ობიექტში აღმოჩენილი სისტემატური დარღვევები.
2. ბირთვული ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური პასპორტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძვლის მითითებით აცნობოს წერილობით როგორც ობიექტის მფლობელს, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარ სამმართველოსა და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის შესაბამის სამსახურს