2. ობიექტის მონაცემებში უნდა აისახოს ობიექტის პროფილი (საწარმოო, საცდელ-საკვლევი, სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ა.შ.), ობიექტის კატეგორია, მუშაობის კლასი.
3. სიტუაციური გეგმა უნდა მოიცავდეს სანიტარიულ-დაცვითი და დაკვირვების ზონების, სანიტარიულ-დაცვის ზონაში საცხოვრებელი სახლების, საბავშვო დაწესებულებების, სამრეწველო შენობებისა და სხვათა არსებობის შესახებ მონაცემებს და თან უნდა ერთვოდეს სათანადო უწყების მიერ დამოწმებული პროექტი.
4. ობიექტის განთავსების სანიტარიულ-ჰიგიენური შეფასება საჭიროებს ობიექტის კლიმატური, მეტეოროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების სრულ აღწერას.
5. მაიონებელი გამოსხივების სხვადასხვა წყაროებთან მუშაობა უნდა მოიცავდეს მონაცემებს: ღია წყაროებთან მუშაობის (რადიონუკლიდის სახეობა, შენაერთები, აგრეგატული მდგომარეობა, ტოქსიკურობის ჯგუფი, მუშაობის კლასი, მუშაობის სახე და ხასიათი, ერთჯერადი აქტივობა სამუშაო ადგილზე, წლიური მოხმარება, წყაროს შენობებში განთავსება, შენახვის პირობები, შემზღუდავი პირობები); დახურულ წყაროებთან მუშაობის (რადიონუკლიდის სახეობა, წყაროს სახეობა, მუშაობის სახე და ხასიათი, წყაროს მაქსიმალური აქტივობა, წყაროს ერთჯერადად დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა სამუშაო ადგილზე, წყაროს ჯამური აქტივობა, წლიური მოხმარება, შემზღუდავი ღონისძიებები); მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელ მოწყობილობებთან (არაიზოტოპური წყაროები) მუშაობის (მოწყობილობის ტიპი, სახეობა, გენერირებული მაიონებელი გამოსხივების ენერგია და ინტენსივობა, ერთდროულად მომუშავე მოწყობილობათა მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა, მოწყობილობათა განთავსება შენობაში, მუშაობის სახე და ხასიათი, მუშაობის კლასი, შემზღუდავი ღონისძიებები); მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის (მუშაობა ბირთვულ რეაქტორთან, რადიონუკლიდების გენერატორებთან, რადიოაქტიურ ნარჩენებთან ან სხვა შერეული, აგრეთვე არამკაცრად განსაზღვრული არარადიაციული ბუნების წყაროებთან. წყაროს სახე, მისი რადიაციული დახასიათება, ნუკლიდური შედგენილობა, სიმძლავრე, სახეობა, ენერგია, გამოსხივების ინტენსივობა და ა. შ., მუშაობის სახე და ხასიათი, მუშაობის კლასი, შემზღუდავი ღონისძიებები) შესახებ.
6. ბირთვული ობიექტზე მომუშავე პერსონალის კვალიფიკაცია მოიცავს თანამშრომელთა წინასწარ და მიმდინარე ინსტრუქტაჟს რადიაციულ, ტექნიკურ, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე, სამრეწველო სანიტარიისა და შრომის დაცვის წესების შესახებ. ინსტრუქტაჟი უნდა ტარდებოდეს წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ. შედეგები უნდა რეგისტრირდებოდეს სპეციალურ ჟურნალში.
7. მომუშავე პერსონალის წინასწარი და მიმდინარე სამედიცინო შემოწმების შესახებ სამედიცინო დასკვნა უნდა მოიცავდეს მონაცემებს წინასწარი და მიმდინარე პერიოდური სამედიცინო შემოწმების შედეგებისა და სავალდებულო სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის შესახებ.
8. მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მომუშავე პერსონალი. ამ პუნქტში უნდა მიეთითოს პერსონალის „ა“ და „ბ“ ჯგუფის რაოდენობა, აგრეთვე დაკვირვების ზონაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა, მათზე მაიონებელი გამოსხივების მოქმედების დრო, წლიური ეფექტური დოზა (მაქსიმალური, საშუალო, მინიმალური), კოლექტიური დოზა, იმ პირთა რაოდენობა, რომელთა დასხივების დოზა აჭარბებს დოზურ ზღვარს.
9. ობიექტის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოიცავს შემდეგ თავებს: საკონტროლო დონეები; ობიექტის ზონებად დაყოფა; დოზიმეტრიული სამსახური – მოცულობა, გაზომვის პერიოდულობა, აპარატურა, მათი დამოწმება, ინდივიდუალური დოზიმეტრია, გამოყენებული მეთოდი, დოზიმეტრი, მონაცემთა რეგულარობა, დამცავი საშუალებები (სტაციონარული დაცვა, გადასატანი ეკრანი, ბოქსები, მართვის დისტანციური საშუალებები და ა.შ.); დაცვის ინდივიდუალური საშუალებები, სადეზაქტივაციო საშუალებები; რადიოპროტექტორები (ჩამონათვალი, მარაგი); პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები.
10. ობიექტის რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ მონაცემებში უნდა მიეთითოს მისი თანამდებობა, გვარი, სახელი, მისამართი, კვალიფიკაცია, თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ნომერი, თარიღი.
11. ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური შეფასება. ამ განყოფილებაში უნდა მიეთითოს მონაცემები ობიექტის ფართობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, განათების, ვენტილაციის, სანიტარიულ-ტექნიკური და ელექტროტექნიკური საშუალებების შენიღბვის, სამუშაო ადგილების აღჭურვის, ავეჯისა და ინვენტარის მოპირკეთების, დასუფთავების წესის, პერიოდულობისა და საშუალებების შესახებ.
12. ობიექტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტაციების პუნქტში მიეთითება ყველა იმ დოკუმენტის მონაცემები, რომლებიც შემუშავებული და დამტკიცებულია ადმინისტრაციის მიერ, მათ შორის: ინსტრუქციები მუშაობის, ტექნიკური უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, პოტენციური ავარიის სახეების, მათი შესაძლო შედეგებისა და ავარიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ობიექტის მფლობელთა ვალდებულებების შესახებ. აქვე უნდა მიეთითოს ის პარამეტრები, რომლებიც მომატებულია ობიექტის ნორმალური ექსპლუატაციის დროს.
13. რადიოაქტიური ნარჩენები. ამ განყოფილებაში უნდა აღინიშნოს რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის ადგილი, ხასიათი, აგრეგატული მდგომარეობა, აქტივობა, მოცულობა, შეგროვების ადგილი, შენახვის პირობები, დეზაქტივაცია, ტრანსპორტირება და დამარხვა.
14. რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირება. ამ პუნქტში განიხილება სატრანსპორტო საშუალებები და ტრანსპორტირების პირობები, სატრანსპორტო კატეგორიები, ასევე უნდა მიეთითოს რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი სპეციალური ტრანსპორტის სანიტარიული პასპორტის მონაცემები (ასლი თან უნდა ერთვოდეს).
15. რადიოაქტიური ნივთიერებების საცავი. ამ თავში მითითებულ უნდა იქნეს რადიოაქტიური ნივთიერებების შესანახი სათავსის მდებარეობა, ფართობი, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, უსაფრთხოების პირობები, რადიოაქტიური ნივთიერებების სამუშაო ადგილებამდე ტრანსპორტირების პირობები.
16. რადიოაქტიური ობიექტების ფიზიკური დაცვა. ამ განყოფილებაში უნდა მიეთითოს ობიექტის ფიზიკური დაცვის განმახორციელებელი დაწესებულების რეკვიზიტები.
17. მონაცემები ობიექტის რეკონსტრუქციის, მისი პროფილის ცვლილების ან მოწყობილობა-დანადგარების შეცვლის შესახებ. ამ თავში ზედმიწევნით განიხილება ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ხორციელდება ობიექტზე მუშაობის პროცესის დროს (აღჭურვა, ტექნოლოგია, მეთოდიკა და ა. შ.).
18. ჰიგიენური დასკვნა, გაცემული სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ.
19. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის მიზნით ჩატარებული ობიექტის გამოკვლევის შედეგები. ამ განყოფილებაში მიეთითება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის მიზნით ჩატარებულ გამოკვლევათა შედეგები (აქტებისა და ოქმების სახით).
(დანართი)

თავი V

ბირთვული ობიექტების

სანიტარიულ-ჰიგიენური პასპორტის

ფორმ