2. დეზაქტივაცია – რაიმე ზედაპირიდან ან გარემოდან, მათ შორის, ადამიანის ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნივთიერებების მოშორება ან შემცირება.
3. დონე საკონტროლო – კონტროლს დაქვემდებარებული დოზის, დოზის სიმძლავრის, რადიოაქტიური დაბინძურებისა და სხვა სიდიდეების მნიშვნელობები, რომლებიც დადგენილია ოპერატიული რადიაციული კონტროლისათვის, მიღწეული რადიაციული უსაფრთხოების დონის განსამტკიცებლად პერსონალისა და მოსახლეობის დასხივებისა და გარემოს რადიოაქტიური დაბინძურების შემდგომი შემცირების უზრუნველსაყოფად.
4. რადიოპროტექტორი – სხვადასხვა ბუნების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური) მქონე ნივთიერება, რომელსაც გააჩნია მაიონებელი გამოსხივების მავნე ბიოლოგიური მოქმედებისაგან ორგანიზმის დაცვის უნარი. განიყოფება ორ ჯგუფად – ხანმოკლე და გახანგრძლივებული (ე.წ. ადაპტოგენები) მოქმედების.
თავი III
ზოგადი დებულებებ