1. სააგენტო უფლებამოსილია, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ყოველწლიურად გამოაქვეყნოს საავიაციო უსაფრთხოების შესახებ ანგარიში, სადაც ასახული იქნება საავიაციო მოვლენათა ანალიზის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია.
2. სააგენტო უფლებამოსილია, ხელმისაწვდომი გახადოს მონაცემთა შესწავლის საფუძველზე მიღებული შედეგები, შესაბამის დაინტერესებულ პირთათვის, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას გამოიყენებენ სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის.
3. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაინტერესებულ მხარეს არ მიეცემა პირდაპირი წვდომა სააგენტოს საავიაციო მოვლენების მონაცემთა ბაზაზე.
4. განაცხადს ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ დაინტერესებული პირები წერილობით წარუდგენენ სააგენტოს ამ წესის მე-4 დანართის შესაბამისად.
5. საკონტაქტო პირმა უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებული და განხორციელებადია ინფორმაციის მოთხოვნა.
6. დაინტერესებულ პირს მიეწოდება ინფორმაცია, რომელიც მას სჭირდება საკუთარი საქმიანობის მიზნებისათვის. ინფორმაცია, რომელიც არ უკავშირდება დაინტერესებული პირის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ მოწყობილობებს, საქმიანობას ან საქმიანობის სფეროს, გაიცემა მხოლოდ ზოგადი ან არაიდენტიფიცირებული ფორმით, თუ ინფორმაციის მოთხოვნა დეტალურად არ არის დასაბუთებელი პირის მიერ.
7. ინფორმაციის გაცემა ხდება წერილობით. განაცხადის წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიუთითოს საკონტაქტო პირთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში პირთან კომუნიკაცია ხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
8. საკონტაქტო პირმა უნდა აწარმოოს რეესტრი თითოეული ინფორმაციის მოთხოვნის განაცხადისა და მის მიერ მასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.
9. ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ ინფორმაციას დაინტერესებული მხარე გამოიყენებს შემდეგი პირობებით:
ა) დაინტერესებულმა მხარემ უნდა გამოიყენოს ინფორმაცია მხოლოდ მოთხოვნის ფორმაში მითითებული მიზნებისათვის, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის 1-ლ მუხლში მითითებულ მიზანს; და
ბ) დაინტერესებულმა მხარემ არ უნდა გაამჟღავნოს მიღებული ინფორმაცია ინფორმაციის მიმწოდებლის წერილობითი თანხმობის გარეშე და მიიღოს აუცილებელი ზომები მიღებული ინფორმაციის სათანადო კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფა