1. ავიასაწარმო ვალდებულია გაატაროს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს  მათ მიერ მიღებული  საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის სათანადო კონფიდენციალურობა.

2. ავიასაწარმომ პერსონალის შესახებ მონაცემების დამუშავება უნდა განახორციელოს მხოლოდ ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისათვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დაცვით.

3. საავიაციო მოვლენების შესახებ მიღებული ინფორმაცია უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც იგი შეგროვდა.

4. ავიასაწარმომ არ უნდა გახადოს ხელმისაწვდომი ან გამოიყენოს საავიაციო მოვლენის შესახებ ინფორმაცია:

ა) პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, გარდა მე-16 მუხლით დადგენილი მოთხოვნისა; ან

ბ) ნებისმიერი მიზნისთვის, რომელიც არ უკავშირდება საავიაციო უსაფრთხოების დონის შენარჩუნებას ან გაუმჯობესება