1. ავიასაწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს მიღებული საავიაციო მოვლენების პერიოდული ანალიზის პროცესი, რათა დადგინდეს საფრთხეები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ საავიაციო მოვლენასთან ან საავიაციო მოვლენების ჯგუფებთან.
2. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ავიასაწარმომ უნდა განახორციელოს შესაბამისი მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედებების იდენტიფიცირება, რომელიც მიმართული იქნება ფაქტობრივ ან პოტენციურ საავიაციო უსაფრთხოების ხარვეზის მიმართ. ასეთის არსებობის შემთხვევაში ავიასაწარმო ვალდებულია:
ა) დროულად დანერგოს მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედებები; და
ბ) დაადგინოს მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედებების დანერგვის პროცესი და ამ ქმედებების ეფექტიანობა.
3. ავიასაწარმომ ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პერსონალს რეგულარულად, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საავიაციო მოვლენების ანალიზისა და შემდგომი ქმედებების შესახებ.
შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისთვის ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პერსონალში იგულისხმება ავიასაწარმოს თანამშრომლები ან/და ქვეკონტრაქტით დაქირავებული პერსონალი როგორც მუდმივი.
4. ავიასაწარმოები, რომელთაც ევალებათ უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, ვალდებულნი არიან სააგენტოს წლიურად, ყოველი წლის 25 იანვრამდე წარუდგინონ უსაფრთხოების მდგომარეობის ანგარიში, ამ წესის №2 დანართის შესაბამისა