1. წესი ადგენს იმ საავიაციო მოვლენების შეტყობინების ვალდებულებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეეძლო საფრთხე შეექმნა საჰაერო ხომალდისთვის, მასზე მყოფი ან სხვა ნებისმიერი პირისათვის, ასევე მოწყობილობებისა და დანადგარებისათვის, რომლებიც გავლენას ახდენენ საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ფრენაზე.
2. წესი ასევე ადგენს საავიაციო მოვლენისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გაანალიზებისა და მომდევნო ქმედებების განხორციელების მიმართ მოთხოვნებს, საავიაციო სპეციალისტების დაცვის მოთხოვნებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების და გამოყენების წესს და დაინტერესებული მხარეთათვის იმ ანონიმური ინფორმაციის მიწოდების წესს, რომელიც მათ ესაჭიროებათ საავიაციო უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად.
3. წესი ვრცელდება იმ საავიაციო მოვლენებზე და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეში ექსპლუატირებულ ან საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდს ეხებ