1. ავიასაწარმო ვალდებულია შექმნას და დანერგოს საავიაციო მოვლენების სავალდებულო შეტყობინების სისტემა, რათა ხელი შეუწყოს საავიაციო მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებას.
2. ავიასაწარმო, საავიაციო მოვლენის შესახებ სავალდებულო შეტყობინების მიღების შემდეგ, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია მიაწოდოს საავიაციო მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააგენტოს, საავიაციო მოვლენის შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული მოვლენა უკვე იყო წარდგენილი ავიასაწარმოს თანამშრომლის მიერ.
3. ავიასაწარმო ვალდებულია დანერგოს ნებაყოფლობითი შეტყობინების სისტემა, რათა ხელი შეეწყოს:
ა) საავიაციო მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებას, რაც შესაძლოა მიღებული არ იყოს სავალდებულო შეტყობინების სისტემით;
ბ) ფრენის უსაფრთხოების შესახებ სხვა ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც შემტყობინებელი თვლის საავიაციო უსაფრთხოებისთვის ფაქტობრივ ან პოტენციურ საფრთხედ.
4. საავიაციო მოვლენის ნებაყოფლობითი შეტყობინების სისტემა გამოყენებული უნდა იქნეს საავიაციო მოვლენის მონაცემების და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების გასაადვილებლად, რომელიც:
ა) არ ექვემდებარება სავალდებულო შეტყობინებას;
ბ) არის შეტყობინებული იმ პირების მიერ, რომლებსაც არ ევალებათ სავალდებულო შეტყობინება.
5. იმ ნებაყოფლობითი საავიაციო მოვლენის შეტყობინების მიღების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება მოიცავდეს საავიაციო უსაფრთხოების რეალურ ან პოტენციურ რისკს, ავიასაწარმომ დროულად უნდა აცნობოს სააგენტოს, მაგრამ საავიაციო მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 72 საათისა, საავიაციო მოვლენის დეტალები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაცია, რომელიც მიღებულ იქნა ავიასაწარმოს ნებაყოფლობითი შეტყობინების სისტემის ფარგლებში.
6. ავიასაწარმოს შეუძლია შექმნას უსაფრთხოების ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების სხვა სისტემები, რათა შეაგროვოს საავიაციო მოვლენების დეტალები, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მიღებული ნებაყოფლობითი და სავალდებულო შეტყობინების სისტემების მიერ.
7. საავიაციო მოვლენების ნებაყოფლობითი და სავალდებულო შეტყობინების სისტემიდან მიღებული ინფორმაცია შეიძლება ინტეგრირებული იყოს ერთ სისტემაში.
8. ამ მუხლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ავიასაწარმო ვალდებულია შექმნას და დანერგოს პროცედურები, რომლებიც აღწერს სააგენტოსთვის და სხვა შესაბამისი ავიასაწარმოსთვის საავიაციო მოვლენის შეტყობინების პროცესს. აღნიშნული პროცედურები მინიმუმ მოიცავს შემდეგს:
ა) მოქმედი წესების აღწერას;
ბ) ავიასაწარმოს და პერსონალის პასუხისმგებლობებს;
გ) ანალიზის და მოკვლევის პროცესის აღწერას;
დ) შეტყობინების მექანიზმის აღწერას, მათ შორის ანგარიშგების ფორმებს, საშუალებებს და ვადებს;
ე) სხვა საწარმოებთან შეტყობინების ფარგლებს;
ვ) მომხსენებლის კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის აღწერას.
9. აეროდრომის ექსპლუატანტმა, გაფრენის და მოფრენის დარბაზებში, თვალსაჩინო ადგილას, უნდა განათავსოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია მგზავრების მიერ ნებაყოფლობითი საავიაციო მოვლენის სააგენტოში შეტყობინების ხელშეწყობის მიზნით.
10. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა დააწესოს და დანერგოს საავიაციო მოვლენების შეტყობინების სისტემა ყველა პერსონალისა და ორგანიზაციისთვის, რომელიც მუშაობს ან ახორციელებს მომსახურებას შესაბამის აეროდრომზე, რათა ხელი შეუწყოს აეროდრომზე უსაფრთხოება