1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება შეატყობინოს სააგენტოს იმ საავიაციო მოვლენის შესახებ, რომლის მონაწილე ან მოწმეც იყო და თვლის, რომ მოვლენა წარმოადგენდა ფრენის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს, ან მან რისკის ქვეშ დააყენა საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო მართვა.
2. ნებაყოფლობითი შეტყობინების წარდგენა შესაძლებელია კომუნიკაციის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით ან სააგენტოს ვებგვერდის (www.gcaa.ge) საშუალებით.
3. შეტყობინების წარმდგენი ან შეტყობინებაში ნახსენები პირის შესახებ ინფორმაცია არ იქნება გამჟღავნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან შესაბამისი პირის თანხმობის