1. საავიაციო მოვლენა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს მნიშვნელოვან რისკს საავიაციო უსაფრთხოებისთვის და რომელიც მოცემულია ამ წესის პირველ დანართში, უნდა ეცნობოს სააგენტოს შემდეგი ფიზიკური პირების მიერ:
ა) იმ საჰაერო ხომალდის მეთაური, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში, ან არ არის რეგისტრირებული საქართველოში, მაგრამ მის ფრენებზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველო, ხოლო თუ მას არ შეუძლია წარადგინოს შეტყობინება, ეკიპაჟის თანამდებობით მომდევნო წევრი;
ბ) პირი, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ან მისი მოწყობილობისა და შემადგენელი ცალკეული ნაწილის დამზადებას, ტექმომსახურებას ან მოდიფიცირებას, რომლის ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო;
გ) პირი, რომელიც ხელს აწერს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის, მისი რომელიმე აღჭურვილობის ან რაიმე ნაწილის ტექმომსახურების შემოწმების სერტიფიკატს ან ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატს, რომლის ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო;
დ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე;
ე) საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების ოფიცერი;
ვ) საფრენოსნო მონაცემთა დამუშავების ოპერატორი;
ზ) საავიაციო მეტეოროლოგი (დამკვირვებელი/პროგნოზისტი);
თ) სააერნაოსნო ინფორმაციის ოფიცერი;
ი) პირი, რომელიც დაკავშირებულია სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებათა მონტაჟთან და ტექნიკურ მომსახურებასთან;
კ) პირი, რომელიც ასრულებს საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მომსახურებასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, მათ შორის, საწვავით მომსახურებას, ტექმომსახურებას, ამზადებს კრებითი ჩატვირთვის უწყისს, ახორციელებს ბარგის/ტვირთის (მათ შორის, სახიფათო ტვირთის) მიღებას, დამუშავებას, ჩატვირთვა-გადმოტვირთვას, შემოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავებას და ბუქსირებას;
ლ) პირი, რომელიც ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატაციის და/ან სააეროდრომო შუქტექნიკური აღჭურვილობის მომსახურებასთან დაკავშირებულ ფუნქციებს;
მ) იმ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის დისტანციური პილოტი, რომელიც ახორციელებს ფრენას საქართველოს საჰაერო სივრცეში და რომლის ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო;
ნ) იმ საჰაერო ხომალდის მეთაური, რომელიც ახორციელებს ფრენას საქართველოს საჰაერო სივრცეში გარდა გადამფრენი საჰაერო ხომალდებისა;
ო) პირი, რომელიც ასრულებს აეროპორტის და საავიაციო სატვირთო ტერმინალის უშიშროებასთან დაკავშირებულ ფუნქციას;
შენიშვნა: ამ წესის №1 დანართით მოცემული საავიაციო მოვლენების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, შესაბამისად პირს შეუძლია სააგენტოში წარადგინოს ინფორმაცია ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შესახებ, რომელიც მის მიერ მიჩნეული იქნება, როგორც ფრენის უსაფრთხოებისთვის რისკის მატარებლად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულმა პირებმა საავიაციო მოვლენების შესახებ სავალდებულო შეტყობინების წარდგენა უნდა განახორციელონ მოვლენის მოხდენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულმა პირებმა საავიაციო მოვლენების შესახებ შეტყობინება უნდა განახორციელონ სააგენტოს ვებგვერდზე (www.gcaa.ge) გამოქვეყნებული ფორმის შესაბამისად.
4. საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ან საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატაციაში მყოფ სხ-ზე მომხდარ საავიაციო მოვლენის შესახებ უნდა ეცნობოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოხდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ.
5. შეტყობინების წარმდგენი ან შეტყობინებაში ნახსენები პირის შესახებ ინფორმაცია არ იქნება გამჟღავნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან შესაბამისი პირის თანხმობის