1. ავიასაწარმოებმა უნდა შეინახონ საავიაციო მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლებიც მიღებულია საავიაციო მოვლენის ნებაყოფლობითი და სავალდებულო სისტემების  საფუძველზე, ერთ ან რამდენიმე მონაცემთა ბაზაში.

2. ავიასაწარმო ვალდებულია დანიშნოს ერთი ან რამდენიმე პირი, საავიაციო მოვლენების შესახებ მიღებული ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, გაანალიზების და შენახვის მიზნით.

3. შეტყობინებების დამუშავება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს მისი გამოყენება სხვა მიზნით, რომელიც არ უკავშირდება ფრენის უსაფრთხოებას, ასევე უნდა უზრუნველყოფდეს საავიაციო მოვლენის შეტყობინების წარმდგენი და შეტყობინებაში მოხსენებული პირების კონფიდენციალურობის დაცვას, არადამსჯელობითი გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

4. სააგენტოსთან შეთანხმებით, მცირე ავიასაწარმოებს შეუძლიათ შექმნან გამარტივებული მექანიზმი საავიაციო მოვლენების დეტალების შეგროვების, შეფასების, დამუშავების, ანალიზის, მოკვლევის და შენახვისათვის. მათ შეუძლიათ ეს ამოცანები გაუზიარონ იმავე ბუნების/ტიპის ავიასაწარმოებს, ამ წესის შესაბამისად დადგენილი კონფიდენციალურობის მოთხოვნების დაცვი