1. ავიასაწარმო ვალდებულია საავიაციო მოვლენის დადგომისას მოიძიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც უკავშირდება აღნიშნულ საავიაციო მოვლენას და საჭიროებისას მიმართოს  შესაბამის ავიასაწარმოს, ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

2. იმ შემთხვევაში, თუ საავიაციო მოვლენის დადგომის დროს შესაძლებელია აუდიო, ვიდეო და ფოტომასალის მტკიცებულებების მოპოვება, ავიასაწარმო ვალდებულია უზრუნველყოს  აღნიშნული მტკიცებულებების გამოყენება/შენახვა.

3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო და აეროდრომების ექსპლუატანტები ვალდებულნი არიან სამიმოსვლო არეს (სამუშაო მოედნის) ობიექტური კონტროლის მიზნით დაამონტაჟონ ვიდეორეგისტრატორი.

4. საავიაციო მოვლენის შესახებ საბორტო თვითმწერის მონაცემები საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა უნდა შეინახოს საავიაციო მოვლენის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არანაკლებ 30 დღის განმავლობაში ან, სააგენტოს მოთხოვნით, მეტი ვადი