1. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა პერსონალური მონაცემი ხელმისაწვდომი იყოს ამ ავიასაწარმოს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნული პირებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია საავიაციო უსაფრთხოების დონის გაზრდის მიზნით საავიაციო მოვლენის მოსაკვლევად.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის, „პერსონალური მონაცემები“ მოიცავს ფიზიკური პირების სახელებს და მისამართებს.
2. თუ საავიაციო მოვლენის ანალიზის შედეგად ავიასაწარმომ გამოავლინა სააგენტოს მიერ ლიცენზირებადი პერსონალის არაკომპეტენტურობა, ამის შესახებ მონაცემები უნდა მიეწოდოს სააგენტოს.
3. ავიასაწარმო ვალდებულია უზრუნველყოს მხოლოდ დეიდენტიფიცირებული ინფორმაციის გავრცელება ავიასაწარმოშ