1. სააგენტო სავალდებულო და ნებაყოფლობითი შეტყობინებებით მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებს მხოლოდ ამ წესით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

2. სააგენტო ატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, საავიაციო მოვლენის შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დასაცავად.

3. საავიაციო მოვლენის კლასიფიკაციის მიუხედავად, დაუშვებელია კონკრეტული პირების პირადი მონაცემების მონაცემთა ბაზაში შეტანა.

4. სააგენტო  უზრუნველყოფს ინფორმაციის მიმწოდებელი პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალობას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების