ნიმუშის აღება ხდება შემდეგი მიზნით:

ა) კონკრეტული სურსათისა და ცხოველის საკვებისათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი უვნებლობის მაჩვენებლების (ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური და სხვა მაჩვენებლები) გამოკვლევის მიზნით, რათა განისაზღვროს სურსათის/ცხოველის საკვების გამოყენების შემთხვევაში ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისათვის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობა ან მათი გამოყენებით განპირობებული საფრთხე;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების ხარისხობრივი მაჩვენებლების გამოკვლევის მიზნით, რათა სურსათის/ცხოველის საკვების ფალსიფიცირების გამოვლენის შემთხვევაში მოხდეს მომხმარებლის ინტერესების დაცვ