1. ინსპექტირებისას ნიმუშის აღება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების განხორციელების პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ შესაძლოა პირდაპირი საფრთხე შეუქმნას წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობას.

2. ინსპექტირებისას ნიმუშის აღება და ლაბორატორიისათვის გადაცემა შეიძლება არ მოხდეს, როდესაც სურსათის/ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკური შეფასებისას დადგენილი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით გამოვლინდება ამ სურსათის/ცხოველის საკვების გაფუჭების აშკარა ნიშნები (მძაფრი და არასასიამოვნო სუნი, კონსისტენციისა და ფერის შეცვლა, ობით ღრმა და მნიშვნელოვანი დაზიანება და სხვ.) და სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანისათვის/ცხოველისათვის საკვებად მიჩნეული იქნება მავნებლად უფლებამოსილი მოხელის მიერ.

3. თუ ინსპექტირებისას ორგანოლეპტიკურმა შეფასებამ გამოიწვია უფლებამოსილი მოხელის, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის აზრთა სხვადასხვაობა და აღნიშნულს მოითხოვს ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშს შეიძლება ჩაუტარდეს ლაბორატორიული გამოკვლევა. თუ ლაბორატორიული გამოცდის შედეგად დადასტურდება სურსათის/ცხოველის საკვების ადამიანთა/ცხოველთა საკვებად მავნებლობის მიჩნევის ფაქტი, ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს გაიღებს ბიზნესოპერატორ