1. ბაქტერიოლოგიური ან მიკრობიოლოგიური გამოკვლევისათვის განკუთვნილი ნიმუში უნდა იქნეს აღებული სტერილურად და მოთავსდეს სტერილურ ტარაში ან გაიგზავნოს ლაბორატორიაში თავისი შეფუთვით. ლაბორატორიისათვის გადაცემამდე აუცილებელია ნიმუშის შენახვის სათანადო პირობებისა და ვადების დაცვა.

2. ნიმუში უნდა შეიფუთოს სუფთა, სითხეგაუმტარ, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში/მასალაში ნიმუშის თვისებების შენარჩუნების გათვალისწინებით და მოხდეს მისი დალუქვა. ლუქის ან/და შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, ნიმუში მიიჩნევა უვარგისად. ნიმუშის დალუქვისას, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, დასაშვებია ნიმუშის შეფუთვაზე დატანილ იქნეს მისი ხელმოწერა ან ბიზნესოპერატორის ბეჭედი.

3. ნიმუშის აღება ხდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი იგზავნება ლაბორატორიაში, ხოლო მეორე, რეფერენტული ნიმუშის სახით ინახება სამსახურში (ნიმუშზე მიეთითება დასახელება, წონა, მოცულობა); განსაკუთრებით მალფუჭებად პროდუქციაზე რეფერენტული ნიმუში შენახვისათვის არ აიღება.

4. ბიზნესოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, ნიმუში შესაძლებელია აღებულ იქნეს სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ბიზნესოპერატორთან. ასეთ შემთხვევაში, ნიმუშის მესამე ეგზემპლარის შესყიდვა სამსახურის მიერ არ ხორციელდება.

5. სამსახურის მიერ რეფერენტული ნიმუში ინახება სათანადო პირობებში, ბიზნესოპერატორისათვის შედეგებისა და დასკვნის მიწოდებიდან ერთი თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე, რეფერენტული ნიმუში ნადგურდება, მავნებელი სურსათის განადგურების წესის შესაბამისად, სამსახურის უფლებამოსილი მოხელის მიერ და დგება რეფერენტული ნიმუშის განადგურების აქტ