1. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, უფლებამოსილი მოხელე ბიზნესოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს რეკომენდაციებს შეუსაბამობის გამოსწორებასთან დაკავშირებით.

2. სამსახური ბიზნესოპერატორს აკისრებს ჯარიმას კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე, ხოლო ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს ობიექტის ექსპლუატაცია.

3. კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერებასთან ერთად უქმდება შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი.

4. გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ბიზნესოპერატორი უფლებამოსილია, მიმართოს სამსახურს საქმიანობის გაგრძელების თაობაზე.

5. სამსახური, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შემთხვევაში, ამოწმებს ბიზნესოპერატორის მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას. თუ ინსპექტირების შემდეგ დადგინდა, რომ:

ა) ადგილი აქვს არაკრიტიკულ შეუსაბამობას, სამსახური ბიზნესოპერატორს ანიჭებს უფლებას საქმიანობის გაგრძელების თაობაზე. ამ შემთხვევაში სამსახური მოქმედებს ამ წესის მე-7 მუხლის საფუძველზე;

ბ) ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სამსახური გასცემს შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატ