1. უფლებამოსილ მოხელეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით, ინსპექტირების განხორციელებისას უფლება აქვს:
ა) შეამოწმოს:
ა.ა) სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების ადგილი, საწარმო, საწარმოს მიმდებარე ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალებები, ტექნიკისა და აღჭურვილობის მდგომარეობა და გამოყენების პირობები;
ა.ბ) ნედლეული, ინგრედიენტები, ნახევარფაბრიკატები, ტექნოლოგიური საშუალებები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების დასამზადებლად და საწარმოებლად; საბოლოო სასურსათო პროდუქტი/ცხოველის საკვები, მასალები და საგნები, რომლებიც კონტაქტში შედიან სურსათთან/ცხოველის საკვებთან;
ა.გ) სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, რომლებსაც იყენებენ ბიზნესოპერატორები თავიანთი ბიზნესის წარმოებისას;
ა.დ) ეტიკეტირება, რომელიც ხორციელდება მზა პროდუქციის ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენით;
ბ) ამ წესის მე-3 თავის შესაბამისად, აიღოს ნიმუშები ლაბორატორიული გამოცდისათვის;
გ) გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები ან სხვა მონაცემები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას სურსათის/ცხოველის საკვების შესახებ, გადაიღოს მათი ასლები და გააკეთოს ამონაწერები;
დ) შეამოწმოს პერსონალის ჰიგიენის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სურსათის ან/და ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკური შეფასების შედეგების საფუძველზე გააკეთოს ჩანაწერი შესაბამისობის შეფასების აქტის სათანადო ნაწილში;
ვ) კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს უფლებამოსილ მოხელეს ინსპექტირების განხორციე-ლებაში.
3. ინსპექტირებისას უფლებამოსილი მოხელე ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს ორ ეგზემპლარად (დანართი №2.2.). იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება ხორციელდება პირველადი წარმოების ობიექტებში, ივსება შესაბამისობის შეფასების აქტი (დანართი №2.3.), რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, მათ შორის:
ა) შემოწმების დაწყებისა და დამთავრების თარიღი;
ბ) შემოწმების საფუძველი;
გ) ინსპექტირების ტიპი;
დ) უფლებამოსილი მოხელის გვარი, სახელი და თანამდებობა;
ე) ობიექტის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტები;
ვ) შემოწმების შედეგები, მათ შორის, შეუსაბამობის ტიპი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) უფლებამოსილი მოხელის მიერ გაცემული რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ხარვეზის ტექნიკურად გამოსწორების გონივრული ვადა.
4. შესაბამისობის შეფასების აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბიზნესოპერატორს, მეორე ეგზემპლარი რჩება სამსახურში.
5. თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, მაშინ იგი თავის თანხმობას მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში, შესაბამისად, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და უფლებამოსილი მოხელე ხელმოწერით ადასტურებენ აღნიშნულს.
6. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში და ხელმოწერით ადასტურებს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს კრიტიკულ შეუსაბამობას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო არაკრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, უფლებამოსილი მოხელის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება ხდება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში, არაკრიტიკული შეუსაბამობის არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილ მოხელეს უფლება არა აქვს შევიდეს იმავე საწარმოში მიცემული რეკომენდაციების შესრულების გადამოწმების მიზნით.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში, კრიტიკული შეუსაბამობის არსებობისას, თუ სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება ბიზნესოპერატორის სასარგებლოდ, სამსახური ვალდებულია, აუნაზღაუროს ბიზნესოპერატორს ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შედეგად მიყენებული ზიან