1. არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებამოსილი მოხელე ბიზნესოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს რეკომენდაციებსა და გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად, ასევე განუმარტავს რეკომენდაციების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო შედეგებს. ამ შემთხვევაში, შეუსაბამობის აღმოფხვრამდე ბიზნესოპერატორზე გაიცემა შესაბამისობის შეფასების დროებითი სერტიფიკატი.
2. შეუსაბამობის გამოსწორებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და მათი შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრისას მონაწილეობას იღებს ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენ-ლობაზე უფლებამოსილი პირი.
3. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი მოხელე ვალდებულია, გადაამოწმოს მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები არ იქნება შესრულებული, სამსახური აჯარიმებს ბიზნესოპერატორს და აძლევს ახალ გონივრულ ვადას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები გონივრულ ვადაში არ იქნება შესრულებული, ჯარიმა გასამმაგდება და ბიზნესოპერატორს ჩამოერთმევა შესაბამისობის შეფასების დროებითი სერტიფიკატ