ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ინსპექტირება
– სახელმწიფო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მოიცავს სურსათის/ცხო-ველის საკვების, სასურსათო ნედლეულის, ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ასპექტის გამოკვლევასა და შემოწმებას, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ბ) ბიზნესოპერატორი
– სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ და/ან დისტრიბუტორად დარეგისტრირებული პირი, რომელიც პასუხისმგებელია თავის დაქვემდებარებაში არსებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის;
გ) მონიტორინგი
– ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც დგინდება სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრის არსებული მდგომარეობის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;
დ) ზედამხედველობა
– სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ბიზნესოპერატორებზე დაკვირვება;
ე) უფლებამოსილი ორგანო
– საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (შემდგომში – სამსახური);
ვ) უფლებამოსილი მოხელე
– პირი, რომელსაც გააჩნია სამსახურის მიერ გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ზ) დასაბუთებული ეჭვი
– ვარაუდი, რომელიც წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა საცალო ვაჭრობის პუნქტიდან აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდის შესაბამისი შედეგი, რომ სურსათი/ცხოველის საკვები არ არის უვნებელი;
თ) შეუსაბამობა
– სურსათის/ცხოველის საკვების შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. შეუსაბამობა შეიძლება იყოს არაკრიტიკული ან კრიტიკული;
თ.ა) არაკრიტიკული შეუსაბამობა
– შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია საქმიანობის შეჩერების გარეშე. ასეთი სახის შეუსაბამობის გამოსწორება სავალდებულოა ბიზნესოპერატორის მიერ გონივრულ ვადაში;
თ.ბ) კრიტიკული შეუსაბამობა
– შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის საქმიანობის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე;
ი) სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა
– პროგრამა, რომელიც მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ;
კ) გონივრული ვადა
– პერიოდი, რომელიც დგინდება ბიზნესოპერატორისა და უფლებამოსილი ორგანოს შეთანხმების საფუძველზე და საჭიროა რეკომენდაციით განსაზღვრული ხარვეზის ტექნიკურად გამოსწორებისათვის;
ლ) საცალო ვაჭრობის პუნქტი
– ამ წესის მიზნებისათვის, სურსათის/ცხოველის საკვების სარეალიზაციოდ განკუთვნილი ობიექტი (მათ შორის, ღია ბაზარი), რომელიც ახორციელებს საბოლოო მომხმარებლისათვის პროდუქტის მიწოდებას.
ინსპექტირების განხორციელების წესი და პროცედურე