1. ეს მუხლი ადგენს ჰიგიენურ მოთხოვნებს პირველადი წარმოებისათვის და არეგულირებს მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რომლებიც მოიცავს:

ა) პირველადი წარმოების პროდუქტების წარმოებას, ადგილზე შენახვასა და ტრანსპორტირებას, რომელთა დროსაც არსებითად არ უნდა შეიცვალოს მათი ძირითადი თვისებები;

ბ) ცოცხალი ცხოველების ტრანსპორტირებისათვის დადგენილ მოთხოვნებს;

გ) მცენარეული წარმოშობის პროდუქტების, თევზჭერის, ნანადირევისა და მეფუტკრეობის პროდუქტებისათვის წარმოების ადგილიდან გადამმუშავებელ საწარმომდე ტრანსპორტირებას, რომლის დროსაც არ უნდა შეიცვალოს მათი ძირითადი თვისებები.

2. ბიზნესოპერატორებმა შეძლებისდაგვარად უნდა განახორციელონ საფრთხეების კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ:

ა) ჰაერიდან, ნიადაგიდან, წყლიდან, საკვებიდან, სასუქებიდან, ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატებიდან, მცენარეთა დაცვის საშუალებებიდან და ბიოციდებიდან წარმოქმნილი, ასევე შენახვის, წარმოებისა და ნარჩენების გატანის შედეგად გამოწვეული დაბინძურების კონტროლის ღონისძიებები;

ბ) ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე, მათ შორის, ზოონოზური და ზოოანთროპონოზური აგენტების მონიტორინგისა და კონტროლის პროგრამები.

3. ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ეწევიან მეცხოველეობას, ნადირობას ან აწარმოებენ ცხოველური წარმოშობის პირველად პროდუქტებს, გარემოებიდან გამომდინარე, უნდა განახორციელონ შემდეგი ადეკვატური ღონისძიებები:

ა) სუფთა მდგომარეობაში შეინახონ ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც უშუალო კავშირშია პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან, მათ შორის, მოწყობილობები, ჭურჭელი, ყუთი, სადისტრიბუციო და სხვა გადასაზიდი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება პირველადი წარმოების პროდუქტების შენახვის, გადაზიდვისა და ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. საჭიროების შემთხვევაში, გაწმენდის შემდეგ სათანადო წესით მოახდინონ მათი დეზინფიცირება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოიყენონ სასმელი წყალი ან სუფთა წყალი;

გ) თავიდან აიცილონ მავნებლებისაგან პირველადი წარმოების პროდუქტის დაბინძურება;

დ) ისე შეინახონ და გადაზიდონ პირველადი წარმოების ნარჩენები და სახიფათო ნივთიერებები, რომ თავიდან აიცილონ პირველადი წარმოების პროდუქტების დაბინძურება;

ე) თავიდან აიცილონ ქვეყნის ტერიტორიაზე იმ ინფექციურ დაავადებათა შემოტანა და გავრცელება, რომლებიც სურსათის/ცხოველის საკვების საშუალებით გადადის ადამიანებზე, მათ შორის, გაატარონ პრევენციული ზომები ახალი ცხოველების შემოყვანის დროს და ასეთ დაავადებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ სამსახურს;

ვ) გაითვალისწინონ ცხოველებიდან აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის;

ზ) გამოიყენონ საკვებდანამატები და ვეტერინარული დანიშნულების სამედიცინო პრეპარატები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ ან მოჰყავთ მცენარეული წარმოშობის პირველადი პროდუქტები, უნდა განახორციელონ ადეკვატური ღონისძიებები, კერძოდ:

ა) სუფთა მდგომარეობაში შეინახონ ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც უშუალო კავშირშია პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან, მათ შორის, მოწყობილობები, ჭურჭელი, ყუთი, სადისტრიბუციო და სხვა გადასაზიდი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება პირველადი წარმოების პროდუქტების შენახვის, გადაზიდვისა და ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. საჭიროების შემთხვევაში, გაწმენდის შემდეგ სათანადო წესით მოახდინონ მათი დეზინფიცირება;

ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოიყენონ სასმელი წყალი ან სუფთა წყალი;

გ) რამდენადაც შესაძლებელია, თავიდან აიცილონ მავნებლებისაგან პირველადი წარმოების პროდუქტის დაბინძურება;

დ) ისე შეინახონ და გადაზიდონ ნარჩენები და სახიფათო ნივთიერებები, რომ თავიდან აიცილონ პირველადი წარმოების პროდუქტების დაბინძურება;

ე) გაითვალისწინონ მცენარეებიდან აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის;

ვ) გამოიყენონ მცენარეთა დაცვის საშუალებები, აგროქიმიკატები და ბიოციდები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ბიზნესოპერატორებმა უნდა განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლენილი პრობლემების გამოსწორების მიზნით.

6. ბიზნესოპერატორებმა, სათანადო წესით, გარკვეული პერიოდულობით უნდა აწარმოონ და შეინახონ რისკების გაკონტროლებასთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებათა ჩანაწერები. ბიზნესოპერატორებმა, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა მიაწოდონ ასეთ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია სამსახურს და პირველადი წარმოების პროდუქტის მიმღებ ბიზნესოპერატორს.

7. ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც მისდევენ მეცხოველეობას ან აწარმოებენ ცხოველური წარმოშობის პირველად პროდუქტებს, უნდა აწარმოონ შემდეგი სახის ჩანაწერები:

ა) ცხოველების საკვების წარმოშობის შესახებ;

ბ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების შესახებ, მათი გამოყენების თარიღების მითითებით;

გ) დაავადებათა შემთხვევების შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ცხოველური წარმოშობის სურსათის უვნებლობაზე;

დ) ცხოველებიდან აღებული ნებისმიერი ნიმუშის ანალიზის შედეგების შესახებ, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის;

ე) ნებისმიერი ანგარიში ცხოველების ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემოწმებათა განხორ-ციელების შესახებ.

8. ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ ან მოჰყავთ მცენარეული წარმოშობის პირველადი პროდუქტები, უნდა აწარმოონ ჩანაწერები:

ა) მცენარეთა დაცვის საშუალებების, აგროქიმიკატებისა და ბიოციდების გამოყენების შესახებ, მათი გამოყენების თარიღების მითითებით;

ბ) პარაზიტების ან დაავადებების ნებისმიერი წარმოშობის შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მცენარეული წარმოშობის პირველადი პროდუქტების უვნებლობაზე;

გ) მცენარეებიდან აღებული ნებისმიერი ნიმუშის ანალიზის შედეგების შესახებ, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

9. პასუხისმგებლობა დოკუმენტების წარმოებისა და მათში ჩანაწერების სისწორის, მათი შენახვისა და დაცვისათვის ეკისრება ბიზნესოპერატორს.

დანართი №2

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი

თავი I

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროე