უფლებამოსილი მოხელე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:

ა) დროულად და სრულად უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლის, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელება სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობასა და ხარისხზე;

ბ) განახორციელოს სურსათითა და ცხოველის საკვებით განპირობებული ეპიდემიების, ეპიზოოტიებისა და კვებითი მოშხამვების აღმოცენებისა და გავრცელების სალიკვიდაციო ღონისძიებების ზედამხედველობა;

გ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;

დ) დაიცვას ამ თავით დადგენილი ქცევის ზოგადი წესი, განსაკუთრებით იმ მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომელიც სარგებლობს მისი მომსახურებით;

ე) კეთილსინდისიერად გამოიყენოს სამსახურებრივი უფლებამოსილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად;

ვ) თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, ან სამსახურის რეპუტაციას;

ზ) მისცეს რჩევები და რეკომენდაციები ბიზნესოპერატორს საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ;

თ) სახელმწიფო კონტროლი, მონიტორინგი და ზედამხედველობა განახორციელოს მიცემული ინსტრუქციების შესაბამისა