1. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშის აღება ხდება საცალო ვაჭრობის პუნქტიდან, დგება ნიმუშის აღების აქტი (დანართი №2.1.).
2. იმ შემთხვევაში, თუ მე-15 მუხლის საფუძველზე, ნიმუშის აღება ხდება ადგილზე კომპლექსური ინსპექტირების განხორციელებისას, შესაბამისობის შეფასების აქტში კეთდება ჩანაწერი ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ.
3. ნიმუშის აღების აქტის ან შესაბამისობის შეფასების აქტის გაფორმება ხდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომლის ერთ-ერთი ეგზემპლარი რჩება იმ ობიექტს, რომელშიც წარმოებდა ნიმუშის აღება, ხოლო მეორე – ნიმუშის ამღებ უფლებამოსილ მოხელესთან. აქტის ორივე ეგზემპლარის ნომერი უნდა იყოს იდენტური.
4. ნიმუშის აღების აქტის ან შესაბამისობის შეფასების აქტის საფუძველზე, სამსახური ადგენს მიმართვას და ნიმუშს გამოცდისათვის უგზავნის ლაბორატორიას (დანართი №2.4.). მიმართვაში მიეთითება გამოკვლევის კონკრეტული მიზანი და მაჩვენებელი, რომლის განსაზღვრა სავალდებულოა ლაბორატორიული გამოცდისას. იკრძალება მიმართვაში ბიზნესოპერატორის დასახელება ან მისი სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის რაიმე სახით მითითება. კვებით ინფექციასა და ინტოქსიკაციაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის კონკრეტული მიზანი ან/და მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს ეპიდემიური და ეპიზოოტიური მონაცემებისა და დაავადების კლინიკური სურათის გათვალისწინებით.
5. ლაბორატორიული გამოცდის საფუძველზე, თუ სურსათი/ცხოველის საკვები მიჩნეული იქნება მავნებლად, სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებას ახორციელებს ბიზნესოპერატორი, სამსახურისა და ბიზნესოპერატორის თანამშრომლობის შედეგად დადგენილი პირობების დაცვი