ამ შეთანხმების მიზნებისთვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
საავტომობილო სატრანსპორტო საშუალება (АТС) –
დატვირთული ავტომობილი, ავტომატარებელი, მისაბმელი, ასევე ცარიელი ავტომობილი, ავტომატარებელი, მისაბმელი მათი რკინიგზით ტვირთის გადასაზიდად გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ;
სატარიფო (ტარიფის) ვალუტა –
ფულადი ერთეული, რომლითაც გამოიხატება ტარიფის განაკვეთი;
ვაგონის მფლობელი –
პირი, რომელიც ფლობს ვაგონს საკუთრების უფლებით ან სხვა სამართლებრივი საფუძვლით, რაც შეტანილია სატრანსპორტო საშუალებების რეესტრში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;
ტვირთი –
საქონელი, ვაგონი სატრანსპორტო საშუალების სახით, რომელიც არ ეკუთვნის გადამზიდავს, ასევე სხვა ობიექტები, რომლებიც მიღებულია გადასაზიდად გადაზიდვის ხელშეკრულების დადების საფუძველზე;
სახელშეკრულებო გადამზიდავი –
გადამზიდავი, რომელმაც გააფორმა გამგზავნთან გადაზიდვის ხელშეკრულება ამ შეთანხმების შესაბამისად;
რკინიგზა –
ინფრასტრუქტურა, რომელიც განლაგებულია ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
ინტერმოდალური სატრანსპორტო ერთეული (ИТЕ) –
კონტეინერი, ავტომობილის მოსახსნელი ძარა, ნახევრად მისაბმელი, რომლებიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად ორი ან მეტი სახეობის ტრანსპორტით, ტრანსპორტის სახეობის შეცვლისას ტვირთის გადატვირთის გარეშე;
ინფრასტრუქტურა (სარკინიგზო ინფრასტრუქტურა) –
ტექნიკური კომპლექსი, რომელიც მოიცავს საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებს, რკინიგზის სადგურებს, სხვა ნაგებობებს და მოწყობილობებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კომპლექსის ფუნქციონირებას, რომლის გამოყენებითაც გადამზიდავი ახორციელებს ტვირთის გადაზიდვას;
პირგასამტეხლო (ჯარიმა, საურავი) –
მყარი ფულადი თანხა ან ფულადი თანხა, რომელიც გამოხატულია ვალდებულების თანხის პროცენტით და რომელიც უნდა გადაუხადოს გადაზიდვის მონაწილე მხარემ ვალდებულების მონაწილე მეორე მხარეს გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში;
გამგზავნი –
პირი, რომელმაც წარმოადგინა ტვირთი გადასაზიდად და რომელიც მითითებულია ზედნადებში ტვირთის გამგზავნის სტატუსით (სახით);
გზავნილი –
ტვირთი, რომელიც მიღებულია გადასაზიდად ერთი ზედნადებით ერთი გამგზავნის მიერ ერთი გამგზავნი სადგურიდან ერთი მიმღების მისამართით ერთი სადგურის დანიშნულებით;
ტვირთის გადაზიდვა –
ტვირთის გადაზიდვა პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით და ტვირთის გადაზიდვა პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით;
ტვირთის გადაზიდვა პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით –
სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვა ორი ან მეტი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტვირთის ერთიანი დოკუმენტით (ზედნადებით), რომელიც გაფორმებულია მსვლელობის სრული მარშრუტისთვის;
ტვირთის გადაზიდვა საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით –
ტვირთის გადაზიდვა პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით საწყლოსნო ტრანსპორტის მონაწილეობით, იმ პირობით, რომ ტვირთი გამგზავნი სადგურიდან დანიშნულების სადგურამდე გადაიზიდება ვაგონით ან საკუთარ ღერძებზე;
გადაზიდვის მოწყობილობები –
საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია გადასაზიდი ტვირთის განთავსების, დამაგრების, დაცულობის უზრუნველსაყოფად;
გადამზიდავი –
სახელშეკრულებო გადამზიდავი და ყველა მომდევნო გადამზიდავი, რომლებიც მონაწილეობენ ტვირთის გადაზიდვაში, მათ შორის, გზის საწყლოსნო მონაკვეთზე საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლაში;
პლომბი –
საკონტროლო ელემენტი, რომელიც წარმოადგენს ერთიანი კონსტრუქციის შემადგენელ ნაწილს და რომლის მთლიანობაც ადასტურებს ტვირთის ხელშეუხებლობას ვაგონის, ინტერმოდალური სატრანსპორტო ერთეულის (ИТЕ) და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების (АТС) დასაპლომბი კონსტრუქციული ხვრელების საშუალებით. პლომბი ასევე გულისხმობს საკეტ-საპლომბ მოწყობილობას (სსმ);
მომდევნო გადამზიდავი –
გადამზიდავი, რომელიც ერთვება გადაზიდვის ხელშეკრულებაში (სახელშეკრულებო გადამზიდავის მიერ დადებული ხელშეკრულება), იღებს ტვირთს სახელშეკრულებო გადამზიდავისაგან ან სხვა მომდევნო გადამზიდავისაგან მისი შემდგომი გადაზიდვისთვის;
მიმღები –
პირი, რომელიც მითითებულია ზედნადებში ტვირთის მიმღებად;
გადაზიდვის საფასური –
გადასახადები, რომლებიც მოიცავს გადაზიდვის ღირებულებას, გამცილებლისთვის, ავტომატარებლის მძღოლისთვის გადასახდელ თანხას, დამატებით მოსაკრებლებს და სხვა გადასახადებს, რომლებიც წარმოიშობა გადაზიდვის ხელშეკრულების გაფორმებიდან ტვირთის მიმღებისთვის გადაცემამდე, მათ შორის, ტვირთის გადატვირთვასთან ან ვაგონების გადაყენებასთან დაკავშირებულ გადასახადებს;
ტარიფი –
განაკვეთების სისტემა და გადაზიდვის ღირებულების გამოთვლის წესები, რომელიც განსაზღვრავს გადაზიდვის ღირებულების ოდენობას;
ინფრასტრუქტურის მმართველი –
პირი, რომელიც გადამზიდავებს მომსახურებას უწევს ინფრასტრუქტურით სარგებლობის საკითხებში;
გადაზიდვის მონაწილე –
გამგზავნი, გადამზიდავი, მიმღებ