§1. ეს შეთანხმება აწესებს   პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით  და პირდაპირი  საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე  მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ერთიან სამართლებრივ ნორმებს.

§2. ტვირთის გადაზიდვა პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით წარმოებს იმ სადგურებს შორის, რომლებიც გახსნილია სატვირთო ოპერაციების შესასრულებლად, ამ  შეთანხმების მონაწილე  მხარეების ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად, ხოლო პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით –
მხარეთა მიერ ასეთი გადაზიდვებისათვის განსაზღვრული გზის საწყლოსნო მონაკვეთის მონაწილეობით.

§3. თუ მხარეები  ერთდროულად არიან სხვა საერთაშორისო შეთანხმებების მონაწილე მხარეები, რომელთა ფარგლებშიც განისაზღვრება  სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები, მაშინ გადაზიდვები ამ მხარეების სარკინიგზო სადგურებს შორის შეიძლება განხორციელდეს ამ შეთანხმებების პირობები