მუხლი 134 წვრილმანი გზავნილების მისაღებად განკუთვნილი საწყობი შეიძლება სპეციალიზებულ იქნეს ამგვარი ტვირთის დანიშნულებისამებრ. თითოეული დანიშნულებისათვის კონტეინერების ფორმირების გეგმის მიხედვით გამოყოფენ გარკვეულ უბანს ან სექციას. კონტეინერით გადასაზიდი წვრილმანი გზავნილები დანიშნულებისამებრ ჯგუფდება საწყობში. მძიმეწონიანი და ზომაგრძელი ტვირთი თავსდება შტაბელის გარე მხრიდან. ტვირთის განთავსება ვაგონსა და კონტეინერებში ჩატვირთვამდე უნდა იძლეოდეს ადგილების დათვლისა და სარკინიგზო აღნიშვნების შემოწმების საშუალებას🔗