წვრილმანი გზავნილების გადამზიდი ნაკრები ვაგონები (კონტეინერები), დატვირთული არასაერთო სარგებლობის ადგილებში, იპლომბება ტვირთგამგზავნის მიერ, რომელიც აგრეთვე უზრუნველყოფს მათში ტვირთის სწორ განთავსებას. ამ ვაგონების (კონტეინერების) გადასაზიდად მიღების გაფორმებამდე სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს:
ა) ვაგონის (კოტეინერის) ნომრის შესაბამისობას ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებთან;
ბ) საკეტ-საპლომბი მოწყობილობის არსებობას, წესივრულობას და საკონტროლო აღნიშვნების შესაბამისობას ზედნადების მონაცემებთან;
გ) ტვირთის ადგილების რაოდენობასა და ტვირთის დაზიანების, დაკარგვის ან შეფუთვის დაზიანების ნიშნების არარსებობას ღია მოძრავ შემადგენლობაში;
დ) დანიშნულების (დახარისხების) სადგურის სავაგონო ფურცელში მითითებული ნაკრები ვაგონების შესაბამისობას ამ ვაგონების ფორმირების გეგმასთან.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 139
თავი XIII — წვრილმანი გზავნილებით ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 139, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-139/