1. უმადშებოლილ, მოხარშულ-შებოლილ და ნახევრადშებოლილ ძეხვს უნდა ჰქონდეს სუფთა, მშრალი, გარსდაუზიანებელი ზედაპირი. უმადშებოლილი ძეხვის კონსისტენცია უნდა იყოს მაგარი, მკვრივი, ნახევრად შებოლილისა – მკვრივი, მჭიდრო, მოხარშულ-შებოლილისა კი, მჭიდრო.
2. უმადშებოლილი ძეხვი გადასაზიდად წარედგინება არა უმეტეს მინუს 12 გრადუსი ტემპერატურით, ხოლო ნახევრადშებოლილი და მოხარშულ-შებოლილი – მინუს 14-დან მინუს 9 გრადუსამდე.
3. ნახევრადშებოლილი და მოხარშულ-შებოლილი ძეხვეული გადასაზიდად დაიშვება 0-დან მინუს 4 გრადუსამდე ტემპერატურით, თუ მისი დაგროვებისა და გადაზიდვის საერთო ვადა არ აღემატება 15 დღეს.
4. უმადშებოლილი, მოხარშულ-შებოლილი და ნახევრადშებოლილი ძეხვეულის ტენიანობა აღინიშნება ზედნადებში, ტვირთის დასახელების ქვეშ, და იგი არ უნდა აღემატებოდეს სტანდარტებით (ტექნიკური პირობებით) დადგენილს. ძეხვეული გადაიზიდება ყუთებში ჩაწყობილი.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 234
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 234, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-234/