1. ფრინველის ხორცი გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს ყუთებში შეფუთული.
2. გამოშიგნულ და ნახევრადგამოშიგნულ გაყინულ ფრინველის ნაკლავს უნდა ჰქონდეს ტემპერატურა ნაკლავის შიგნით არა უმეტეს მინუს 8 გრადუსისა, ხოლო გამოშიგნულ გაციებულ ნაკლავს – 0-დან პლუს 2 გრადუსამდე.
3. შენახვის საერთო ვადა, გაცივებული ფრინველის ხორცის ჩატვირთვამდე, და გადაზიდვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს გამომუშავების დღიდან.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 229
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 229, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-229/