1. სასურსათო მიზნით, სამრეწველო გადამუშავებისთვის შეყინული ხორცის გადაზიდვისას, ტვირთგამგზავნი ვალდებულია ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” დამატებით მიუთითოს ხორცის გაგზავნის მიზანი.
2. შეყინულ ხორცს, სარეფრიჟერატორო ვაგონებში ჩატვირთვისას, ზედაპირიდან 1 სმ სიღრმეზე უნდა ჰქონდეს ტემპერატურა მინუს 3 – 5 გრადუსი. შეყინული ხორცი დანაწევრებული უნდა იყოს გაყინულის ანალოგიურად. იგი უნდა იყოს მკვრივი და არ იდრიკებოდეს აწევისას.
3. შეყინული ხორცი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებში 0-დან მინუს 3 გრადუსამდე ტემპერატურით. მისი დაგროვებისა და გადაზიდვის საერთო ვადა, დაკვლის მომენტიდან, არ უნდა აღემატებოდეს: წლის ზაფხულის პერიოდში – 11 დღეს, გარდამავალ პერიოდში – 12 დღეს, ზამთრის პერიოდში – 15 დღეს.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 228
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 228, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-228/