1. მალფუჭებადი ტვირთი იმ ყუთებში, რომელთა დატვირთვის სიმაღლე ამ წესებით არ არის განსაზღვრული, იწყობა ისეთ სიმაღლემდე, რომ ჩატვირთული ტვირთის მასა არ სცილდებოდეს ვაგონის ტრაფარეტულ ტვირთამწეობას. ტვირთის შტაბელის ზედა მხარესა და უმოწყობილობო ვაგონის ჭერს შორის უნდა რჩებოდეს სულ ცოტა 70 სმ. ზომის შუალედი თუ ვაგონში არის ჰაერსადენები და კაკვებიანი კოჭები, მათსა და ტვირთს შორის მანძილი არ უნდა იყოს 40 სმ-ზე ნაკლები. ასეთი სატვირთო ადგილების განლაგება კართშორის სივრცეში, საჭიროებისას, დაიშვება ვაგონის გასწვრივ, გარდიგარდმო ან დიაგონალზე კარის ღიობებში ორი ზედა იარუსის სიმაღლეზე ფიცრების შტაბელის დაყენებით, რაც უზრუნველყოფს ტვირთის კარზე მიბჯენასა და მთელი შტაბელის მდგრადობას.
2. ადგილიდან დაძვრის თავიდან ასაცილებლად, არ დაიშვება ყუთების საფეხურისებრი არასრულრიგოვანი დაწყობა ზედა იარუსებში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 223
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 223, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-223/