1. ფუტკრის სკები ან ფუტკრის ფანერის პაკეტები, დახურული ვაგონებით გადაზიდვისას, თავსდება რამდენიმე იარუსად ისე, რომ ვენტილაციური ხვრელები არ გადაიხუროს და რიგებს შორის იყოს გამყოლთა გასავლელი ადგილი. სიმყარისთვის პაკეტები ან სკები დაფებზე მაგრდება ლურსმნით, ხოლო ბოლო რიგები, გასასვლელთან, მაგრდება ვერტიკალური ძელებით.
2. სათესლე რკოს ყუთები ვაგონში იდგმება ვერტიკალური წესით. დახურულ ვაგონში ჩატვირთვისას სათესლე რკოს ყუთების ქვედა იარუსი თავსდება შუასადებზე.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 220
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 220, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-220/