2. თუ პაკეტიანი ქვეშის სიმაღლე 110 სმ-ს არ აღემატება, პაკეტებს აწყობენ ორ იარუსად, ხოლო თუ სიმაღლე უფრო მეტია – ერთ იარუსად.
3. ქვეშებზე, რომლებზეც თერმოშეკლებადი პოლიმერული აფსკია გადაჭიმული, პაკეტების პირველ და მეორე იარუსებს შორის, დაცურების თავიდან ასაცილებლად, ჩაეფინება მუყაოს შუასადები. კართშორის სივრცეში პაკეტებს ქვეშებზე აყენებენ ერთ იარუსად, ვაგონის ნებისმიერი კარებიდან მათი მექანიკური გადმოტვირთვის უზრუნველსაყოფად.
4. 180 სმ-ზე მეტი სიმაღლის პაკეტები გადასაზიდად არ მიიღება. ქვეშები იწყობა გრძივი გვერდით ვაგონის სიგანეზე, ორ-ორი რიგში. ვაგონი უნდა დაიტვირთოს ქვეშების სრული კომპლექტით. პაკეტებს შორის 150 მმ-ზე მეტი მანძილის არსებობისას ისინი უნდა დამაგრდეს.
5. ტვირთის ორ იარუსად განლაგებისას, შტაბელების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მეორე იარუსის განაპირა პაკეტები, კარშორის სივრცესთან, მაგრდება წინა რიგის პაკეტებთან მავთულგრეხილით – 4 მმ დიამეტრის ორძაფიანი მომწვარი მავთულით ან განმბჯენებით.
6. პაკეტის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას, დატვირთვა იზოლირებული ვაგონის იატაკის ცხაურებზე და იატაკზე არ უნდა აღემატებოდეს 1200 კგ., ხოლო დახურული ვაგონისა – 1500 კგ
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 216. 1. პაკეტები იზოთერმულ ვაგონებში ქვეშზე იდება იატაკის ცხაურებზე, ხოლო დახურულ ვაგონებში (კონტეინერებში) – იატაკზე
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 210. 1. მალფუჭებადი ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ დაასუფთაოს ვაგონები (კონტეინერები)‚ ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გაწმინდოს იზოთერმული ვაგონების (კონტეინერების) იატაკი და კედლები
- მუხლი 211. 1. მალფუჭებადი ტვირთის სარეფრიჟერატორო სექციაში გადაზიდვისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ თითოეულ სატვირთო ვაგონზე წარმოადგინოს ზედნადები და სხვა თანმხლები საბუთები
- მუხლი 212. 1. მალფუჭებადი ტვირთის დატვირთვისას ტვირთგამგზავნმა ვაგონში (კონტეინერში) მისი დაწყობა და განთავსება უნდა უზრუნველყოს ადგილების გაუჭუჭყიანებლად‚ ტარისა და ვაგონის (კონტეინერის) შიდა მოწყობილობის დაუზი
- მუხლი 213. 1. მალფუჭებადი ტვირთი‚ ხილ-ბოსტნეულის გარდა‚ დაიწყობა მჭიდრო შტაბელად (თაკარად)‚ ლარტყების გამოუყენებლად
- მუხლი 214. 1. კასრებს განალაგებენ ვერტიკალურად დასაგმანი ძროთი‚ ერთ ან რამდენიმე იარუსად, მილისით მაღლა‚ ან აწყობენ ჰორიზონტალურად‚ თუ მილისი გვერდიდან არის განლაგებული. კასრების განლაგებისას რამდენიმე იარუსად,
- მუხლი 215. 1. ყუთებში ჩაწყობილი ხილ-ბოსტნეული ვაგონში განლაგდება შემდეგი წესით:
- მუხლი 217. 1. ტვირთის ვაგონში განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს ორივე მხრიდან კარების თავისუფალ გაღებას. ტარიან-საფუთავი და ცალკეული ტვირთი იწყობა კართშორის სივრცეში, კარიდან 25 სმ-ის დაშორებით. თუ ამგვარად დაწყობილ
- მუხლი 218. 1. დაუფეშხოებელ ნაკლავად, ფეშხოებად და ნახევარფეშხოებად გაყინული ხორცი, რომელიც შეუფუთავად გადაიზიდება, თავსდება იზოთერმულ ვაგონებში მკვრივ შტაბელად, იატაკის ცხაურებსა და კედლებზე, ჩატვირთვის მთელ სიმ
- მუხლი 219. 1. ხელოვნურად და ბუნებრივად გაცივებული ხორცი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებით, კოჭის კაკვებზე ჩამოკიდებული ისე, რომ დაუფეშხოებელი ნაკლავი, ფეშხოები და ნახევარფეშხოები არ ეხებოდეს ერთმანეთს, ვაგონ
- მუხლი 220. 1. ფუტკრის სკები ან ფუტკრის ფანერის პაკეტები, დახურული ვაგონებით გადაზიდვისას, თავსდება რამდენიმე იარუსად ისე, რომ ვენტილაციური ხვრელები არ გადაიხუროს და რიგებს შორის იყოს გამყოლთა გასავლელი ადგილი. ს
- მუხლი 221. 1. ხილ-ბოსტნეულის დაწყობის მაქსიმალური სიმაღლე, ვაგონის ტიპის მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ ზომებს:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 216, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-216/