2. 200 დმ3-ზე მეტი ტევადობის კასრები უნდა დაიწყოს შუასადებზე, რომლის სისქე სულ ცოტა 2,5 სმ, სიგანე 15-20 სმ, სიგრძე კი, კასრების უდიდესი დიამეტრის სიგრძის შესაბამისია.
3. იზოთერმულ ვაგონებში კასრების შესაგორებლად იატაკის ცხაურებზე სავალდებულოა ფიცრების დაფენა ან დაფის დაგება.
4. იზოთერმულ ვაგონებში, აკრძალულია, 400 დმ3-ზე მეტი, ხოლო კონტეინერებში, – 100 დმ3-ზე მეტი ტევადობის კასრების ჩატვირთვა.
5. დატვირთვის თითოეულ იარუსზე და რიგში დაწყობილი უნდა იყოს ერთნაირი ზომის და ტიპის კასრები. თუ ერთნაირი ზომის კასრების რაოდენობა ვერ ავსებს ვაგონის (კონტეინერის) სრულ ტევადობას, ერთგვაროვნების პრინციპი გათვალისწინებული უნდა იქნეს კასრების იარუსებად დაწყობისას. ამ შემთხვევაში, პირველ იარუსზე იწყობა უფრო მძიმე კასრები.
6. დახურულ ვაგონებში და უნივერსალურ კონტეინერებში ზამთრის პერიოდში გადაზიდვისას, კასრში შეუვსებელი უნდა დარჩეს მისი ტევადობის 10 - 15%, რის თაობაზეც ტვირთგამგზავნი ვალდებულია, მიუთითოს ზედნადების შესაბამის გრაფაში
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 214. 1. კასრებს განალაგებენ ვერტიკალურად დასაგმანი ძროთი‚ ერთ ან რამდენიმე იარუსად, მილისით მაღლა‚ ან აწყობენ ჰორიზონტალურად‚ თუ მილისი გვერდიდან არის განლაგებული. კასრების განლაგებისას რამდენიმე იარუსად,
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 15%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 208. 1. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის სიჩქარეს ირჩევს და ზედნადებში აღნიშნავს ტვირთგამგზავნი. ეს წესი არ ვრცელდება ამ ტვირთის გადაზიდვისას იზოთერმულ ვაგონებში‚ რომელიც მხოლოდ დიდი სიჩქარით ხორციელდება
- მუხლი 209. 1. თუ ტვირთგამგზავნის განაცხადის საფუძველზე‚ მალფუჭებადი ტვირთი უნდა გადაიზიდოს საღუმელე გათბობით აღჭურვილი სავაგონო გზავნილებით, რკინიგზა გამოყოფს დახურულ ვაგონებს. ღუმლებისა და საღუმელე მოწყობილობის
- მუხლი 210. 1. მალფუჭებადი ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ დაასუფთაოს ვაგონები (კონტეინერები)‚ ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გაწმინდოს იზოთერმული ვაგონების (კონტეინერების) იატაკი და კედლები
- მუხლი 211. 1. მალფუჭებადი ტვირთის სარეფრიჟერატორო სექციაში გადაზიდვისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ თითოეულ სატვირთო ვაგონზე წარმოადგინოს ზედნადები და სხვა თანმხლები საბუთები
- მუხლი 212. 1. მალფუჭებადი ტვირთის დატვირთვისას ტვირთგამგზავნმა ვაგონში (კონტეინერში) მისი დაწყობა და განთავსება უნდა უზრუნველყოს ადგილების გაუჭუჭყიანებლად‚ ტარისა და ვაგონის (კონტეინერის) შიდა მოწყობილობის დაუზი
- მუხლი 213. 1. მალფუჭებადი ტვირთი‚ ხილ-ბოსტნეულის გარდა‚ დაიწყობა მჭიდრო შტაბელად (თაკარად)‚ ლარტყების გამოუყენებლად
- მუხლი 215. 1. ყუთებში ჩაწყობილი ხილ-ბოსტნეული ვაგონში განლაგდება შემდეგი წესით:
- მუხლი 216. 1. პაკეტები იზოთერმულ ვაგონებში ქვეშზე იდება იატაკის ცხაურებზე, ხოლო დახურულ ვაგონებში (კონტეინერებში) – იატაკზე
- მუხლი 217. 1. ტვირთის ვაგონში განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს ორივე მხრიდან კარების თავისუფალ გაღებას. ტარიან-საფუთავი და ცალკეული ტვირთი იწყობა კართშორის სივრცეში, კარიდან 25 სმ-ის დაშორებით. თუ ამგვარად დაწყობილ
- მუხლი 218. 1. დაუფეშხოებელ ნაკლავად, ფეშხოებად და ნახევარფეშხოებად გაყინული ხორცი, რომელიც შეუფუთავად გადაიზიდება, თავსდება იზოთერმულ ვაგონებში მკვრივ შტაბელად, იატაკის ცხაურებსა და კედლებზე, ჩატვირთვის მთელ სიმ
- მუხლი 219. 1. ხელოვნურად და ბუნებრივად გაცივებული ხორცი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებით, კოჭის კაკვებზე ჩამოკიდებული ისე, რომ დაუფეშხოებელი ნაკლავი, ფეშხოები და ნახევარფეშხოები არ ეხებოდეს ერთმანეთს, ვაგონ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 214, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-214/