2. მალფუჭებადი ტვირთის‚ ცხოველური წარმოშობის ნედლი პროდუქტებისა და ცხოველების გადაზიდვის შემდეგ ვაგონებს რეცხავს‚ საჭიროებისას კი, დეზინფექციას უტარებს‚ რკინიგზა, ტვირთმიმღების ხარჯით. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის გადაზიდვის შემდეგ ვაგონების დამუშავების წესსა და რეჟიმს განსაზღვრავს სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური.
3. კონტეინერების‚ მათ შორის‚ სარეფრიჟერატორო კონტეინერების გარეცხვა-დეზინფექციას უზრუნველყოფს ტვირთმიმღები, ხოლო საქვეკარანტინო ტვირთის‚ ვაგონებისა და კონტეინერების გაუსნებოვნებას – საკარანტინო კონტროლის შესაბამისი სამსახური.
4. იმ ვაგონის მომართ‚ რომელმაც გაიარა ვეტერინარულ-სანიტარული დამუშავება‚ დადგენილი წესით გაიცემა შესაბამისი საბუთი სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ. სარეფრიჟერატორო სექციით ან სამსახურებრივი განყოფილებით აღჭურვილი ავტონომიური სარეფრიჟერატორო ვაგონის ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავების შემდეგ‚ მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელს გადაეცემა ამ საბუთის ასლი, რომელიც წარმოადგენს მასში მალფუჭებადი‚ მათ შორის‚ ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოებისადმი საქვეკონტროლო ტვირთის, ჩატვირთვის საფუძველს