1. მალფუჭებადი ტვირთის მისამართის შეცვლა ხდება:
ა) პირვანდელ დანიშნულების სადგურებში – ახალი გადაზიდვის საბუთების გაფორმებით‚ ხარისხის შესახებ ახალი საბუთის თანდართვით და ტვირთგამგზავნის მიერ ვაგონზე (კონტეინერზე) ახალი საკეტ-საპლომბი მოწყობილობის დაყენებით;
ბ) სვლის გზაზე – გადაზიდვისა და ხარისხის პირვანდელი საბუთებით‚ თუ ტვირთი დანიშნულების სადგურში შეიძლება მიტანილი იქნეს ზედნადებში მითითებული ტრანსპორტაბელობის ვადის გასვლამდე;
გ) საექსპორტო-საიმპორტო ტვირთის – პირვანდელი გადაზიდვის საბუთით‚ თუ ზედნადებში მითითებული ტვირთის ტრანსპორტაბელობის ვადა გადის ახალი დანიშნულების სადგურში მიტანის ვადის შემდეგ, ხოლო, თუ ეს ვადა გადის ტვირთის მიტანამდე, ტვირთის მისამართი შეიცვლება გადაზიდვისა და ხარისხის ახალი საბუთების გაფორმებით.
2. იკრძალება მალფუჭებადი ტვირთით დატვირთული ცალკეული ვაგონების მისამართის შეცვლა, თუ ისინი ჩართულია სარეფრიჟერატორო სექციის შემადგენლობაში.
3. იმ ტვირთის მისამართის შეცვლა‚ რომლის გადაზიდვისას დარღვეულია მიტანის ვადა‚ გადაზიდვის ტემპერატურული რეჟიმი‚ ვენტილირების წესი და გადაზიდვის სხვა პირობები‚ რასაც შეიძლება მოჰყვეს ტვირთის ხარისხის დაქვეითება‚ აგრეთვე ამ ტვირთის გადაზიდვა დაზიანებული ან გზად მდებარე სადგურების საკეტ-საპლომბი მოწყობილობით ნებადართულია ამ დარღვევების აღმოფხვრისა და ახალი ხარისხის საბუთის გაცემის პირობით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 207
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 207, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-207/