2. სპეციალიზებული ცისტერნების მომზადებას რძის‚ ღვინისა და სხვა თხევადი სასურსათო ტვირთის გადასაზიდად უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი‚ თუ ცისტერნები რკინიგზამ მას გადასცა ვადიან სარგებლობაში.
3. სხვადასხვა სახეობის მალფუჭებადი ტვირთის ერთობლივი გადაზიდვა ერთ ვაგონში (კონტეინერში) დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში‚ თუ ეს ტვირთი უსუნოა და არ იკარებს სხვა ტვირთის სუნს‚ აქვს გადაზიდვის ერთნაირი პირობები და მომსახურების ხერხი. ამგვარი გადაზიდვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ყველაზე უფრო მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის ვადას