2. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა გამყოლის თანხლებით ხორციელდება შესაბამისი წესების საფუძველზე. ტვირთგამგზავნის განაცხადის მიღებისას‚ რკინიგზას შეუძლია‚ გამოუყოს მას გამყოლისთვის ცალკე ვაგონი და მოსთხოვოს დადგენილი საფასურის გადახდა.
3. ხელშეკრულების საფუძველზე ან რკინიგზის ნებართვით გამყოლს უფლება აქვს‚ იმგზავროს სარეფრიჟერატორო სექციის სამსახურებრივ ან ავტონომიურ სარეფრიჟერატორო ვაგონში‚ რომელსაც აქვს სამსახურებრივი განყოფილება