2. მჭიდროდ დაწყობისას ყუთები განლაგებული უნდა იყოს ერთმანეთთან მიჯრით და ტორსული კედლების გაყოლებით. ყუთების ზომისა და სატვირთო სათავსის სიგანის არაჯერადობის გამო ვაგონის (კონტეინერის) სიგანეზე, ყუთებს შორის, წარმოშობილი ღიობი თანაბრად უნდა განაწილდეს.
3. სატვირთო ადგილების ზომისა და ვაგონების (კონტეინერების) სიგანის არაჯერადობისას, კასრით‚ ტომრით‚ ბადით გადასაზიდი ტვირთი განლაგებული უნდა იყოს ვაგონის (კონტეინერის) გრძივი ღერძის სიმეტრიულად