1. დაუფეშხოებელ ნაკლავად, ფეშხოებად და ნახევარფეშხოებად გაყინული ხორცი, რომელიც შეუფუთავად გადაიზიდება, თავსდება იზოთერმულ ვაგონებში მკვრივ შტაბელად, იატაკის ცხაურებსა და კედლებზე, ჩატვირთვის მთელ სიმაღლეზე, ქაღალდის წინასწარი ჩაფენით ისე, რომ დატოვებული იქნეს ადგილი ცხაურებსა და კედლებს შორის ცივი ჰაერის ცირკულირებისთვის.
2. ნახევარფეშხოები იწყობა ვაგონის ტორსული კედლებიდან დაწყებული. პირველ რიგში ათავსებენ წინა მხარეს, კისრის გადანაჭერით ტორსული კედლისკენ, ხოლო გარე ზედაპირით – ცხაურისკენ, მეორე იარუსში – უკანა მხარეს, მესამეში – ისევ წინა მხარეს, კისრის გადანაჭერით კართშორისი სივრცისკენ და ა.შ. კართშორის სივრცეში, ჩატვირთვის საწინააღმდეგო კარიდან ვაგონის სიგრძივი ღერძის მიმართულებით, დაიწყობა კისრის გადანაჭერები.
3. ცხვრისა და ღორის დაუფეშხოებელი ნაკლავი იწყობა ვაგონის გასწვრივ კართშორის სივრცემდე, სადაც ნაკლავი თავსდება ვაგონის გარდი-გარდმო.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 218
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 218, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-218/